Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კვირიკე II![]()
Biography929-976წწ. კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი); მას განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მხარი დაუჭირეს გიორგი II აფხაზთა მეფეს, რომელიც იბრძოდა კახეთის შესაერთებლად. კვირიკე II-ს უღალატა მისმა ძმამ შურტამ და აფხაზთა მეფეს გადასცა უჯარმის ციხე. გიორგი II-მ დაიპყრო ბოჭორმის, ლოწობნის და ნახჭევნის ციხეებიც. კვირიკე II-მ თავი დამარცხებულად ცნო. მაგრამ მას დაეხმარნენ ქართლის აზნაურები და კახეთი დაიბრუნა. 957 წელს აფხაზთა მეფემ თავისი შვილი, ქართლის ერისთავი ლეონი, გაგზავნა კახეთის დასამორჩილებლად, მაგრამ გიორგი II-ის გარდაცვალებამ აიძულა ლეონი დაზავებოდა კვირიკე II-ს, რომელმაც თავი აფხაზთა მეფის ვასალად ცნო. რამდენიმე ხნის შემდეგ ლეონ III-მა განაახლა ბრძოლა კახეთის წინააღმდეგ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. კვირიკე II-მ მთლიანად, აღადგინა თავისი სამფლობელო და საზღვრები არაგვის დასავლეთითაც კი გადაიტანა. 70-იან წლებში შინაფეოდალურმა ომებმა აფხაზთა სამეფო დაასუსტა. ამით ისარგებლა კვირიკე II-მ და დაიწყო ბრძოლა ქართლისათვის, მაგრამ უშედეგოდ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 499; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 11
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |