Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ჭანტურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩქვალერი, წალენჯიხის რაიონი. დაწყებითი განათლება ახალსენაკის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ ბათუმში როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა; იქვე შეუდგა ინგლისური ენის სწავლას; 1904 წელს გაემგზავრა ინგლისში, ერთ ოჯახში რუსული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და უნივერსიტეტში გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და ხელოვნება, მონაწილეობდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო-საძიებო ექსპედიციებსა და ტრადიციულ შემოქმედებით დათვალიერებებში; 1912 წელს საქართველოში დაბრუნდა; სამეგრელოში დიდძალი გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა შეაგროვა, დაახარისხა და მამაპაპეული ოდის დიდ დარბაზში სანიმუშო გამოფენა მოაწყო. ამავე თემას უძღვნა საკვალიფიკაციო ნაშრომი "საქართველოს გეოლოგია", რომელიც 1919 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოიცა; 1913 წელს კვლავ საზღვარგარეთ წავიდა. სწავლობდა ლონდონის ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯსა და სამხატვრო კოლეჯში, იქვე მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო წოდებაც. 1919 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ბარეტის კოლეჯში სწავლობდა; ამერიკაში 4 წელი ცხოვრობდა; ინგლისში დაბრუნებულმა ცოლად შეირთო ლონდონელი ქალი ქეით უოლტერ ბოლი; 1920 წელს მეუღლესთან და უფროს ვაჟიშვილთან ერთად საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სოფელში დასახლდა; იგი ხშირად დადიოდა თბილისში, ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, მუშაობდა მუზეუმებში, არქივებსა და წიგნთსაცავებში. ჯერ თბილისის უნივერსიტეტში სამსახური, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან სხვა მიზანი ჰქონდა - მუზეუმის დაარსება. ამ მიზნის მისაღწევად აკაკის ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა. 1921 წლის 1 მაისს გაიხსნა "სამეგრელოს მუზეუმი"; დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაში - პრინც აშილ მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთები მცველების თანხლებით მიდიოდა და აურაცხელ საგანძურს იგი ურმებით ეზიდებოდა. წყარო: ა. ჭანტურია. საქართველო: მისი გეოლოგიური ისტორია, 2010, თბ. 3-5გვ. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |