შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი (სამურზაყანო). 1912 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის IV დეპუტატად ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან; შედიოდა სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში; ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელიც გამოდიოდა ეროვნულ-კულტურულ ავტონომიის მოთხოვნით; 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ; 1917 წელს დროებით მთავრობის წარმომადგენელი იყო ამიერკავკასიაში, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მეთაურის სახით; 1917-1918წწ. იყო ამიერკავკასიის კომისარიატის შინაგან საქმეთა მინისტრი; 1918 წლის აპრილში - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური; 1918-1921წწ. - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი; 1921 წლის იანვრიდან საქართველოს დესპანი საფრანგეთში, იმავე წლიდან ემიგრაციაში წავიდა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |