შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგი ჭილაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სერგიეთი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს. 1941-1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1944-1949წწ. - საქართველოს კპ ცკ-ის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში; პირველი ლიტერატურული წერილი "ეგნატე ნინოშვილის გურია" გამოაქვეყნა 1934 წელს, პირველი წიგნი "ვახტანგ ორბელიანი" - 1941 წელს; მისი სამტომეული "მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა" უახლესი ქართული მწერლობის რთული და საინტერესო ლიტერატურული პროცესის სისტემატიზაციის პირველი მეცნიერული ცდაა; XX ს. 10-20-იანი წწ. ქართული ლიტერატურის მიმართულებათა ისტორია გადმოცემულია წიგნებში "ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზა" (1953) და "წლები და პრობლემები" (1980); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.978 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |