The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი ჭილაია

სერგი ჭილაია
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1993  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი სერგიეთი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს.

1941-1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1944-1949წწ. - საქართველოს კპ ცკ-ის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში; პირველი ლიტერატურული წერილი "ეგნატე ნინოშვილის გურია" გამოაქვეყნა 1934 წელს, პირველი წიგნი "ვახტანგ ორბელიანი" - 1941 წელს; მისი სამტომეული "მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა" უახლესი ქართული მწერლობის რთული და საინტერესო ლიტერატურული პროცესის სისტემატიზაციის პირველი მეცნიერული ცდაა; XX ს. 10-20-იანი წწ. ქართული ლიტერატურის მიმართულებათა ისტორია გადმოცემულია წიგნებში "ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზა" (1953) და "წლები და პრობლემები" (1980); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.978

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი (1951-1973)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: