The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თათია ხაინდრავა

თათია ხაინდრავა
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2005  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი(დ. ალექსიძის კლასი) 1952 წელს.

1952 წლიდან მუშაობს ინსტიტუტში მეტყველების კათედრის პედაგოგად; 1950 წლიდან საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში მოღვაწეობს; 1959-1965წწ. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში (ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ., თბილისის სანკულტურის, კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრში); მისი ძირითადი ამპლუა მხატვრული კითხვაა; შესანიშნავი სცენური გარეგნობა, უბადლო დიქცია, ნაწარმოების იდეის სრულყოფილად წვდომის უნარი (დიდებულ მანერებთან ერთად) მსახიობს მხატვრული ნაწარმოების შესანიშნავ ინტერპრეტატორად აქცევს; მონაწილეობდა დადგმებში: პოეზიის საღამოები - "მზეო თიბათვისა" (გალაკტიონის ლექსებზე, დადგმა რ. სტურუასი, მხატვარი მ. შველიძე, კომპოზიტორი გ. ყანჩელი, 1976), "კიდევაც ვნახავ გაზაფხულს" (ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით, დამდგმელი თ. ხაინდრავა, 1997) და "ვეფხისტყაოსანი" (დამდგმელი თ. ხაინდრავა, მუსიკალური გაფორმება მირანდა ხაინდრავასი, 1997, სამივე საღამო დაიდგა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრში); მხატვრული კითხვის ოსტატი. 2005 წელს გამოიცა წიგნი "თათია ხაინდრავა" : მოგონებები, საუბრები, წერილები, ჩანაწერები, დღიურის ფურცლები / რედ.: ნინო ხოფერია.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.982; რეზო შატიკიშვილის ბლოგი: rezoshatakishvili.wordpress.com; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: