შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევარსან კვიწინია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ათარა, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა კავკასიის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო გამომცემლობაში და გაზეთ "წითელი აფხაზეთის" რედაქციაში. 1932-1937წწ. სწავლობდა მოსკოვის ა. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1939 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. დაიღუპა დიდ სამამულო ომში. პირველი ლექსი 1928 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული "ქვეყანა ვითარდება"- 1932 წელს. აფხაზი პოეტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 501 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |