The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ხარაშვილი

ლევან ხარაშვილი
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1911
გარდაცვ. თარიღი:1988  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურისა და მშენებლობის ფაკულტეტი 1935 წელს.

1951-1959წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში", საწარმოო გაერთიანება "თბილრძეში", საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტ "სახმედპროექტში", ქ. თბილისის სამოქალაქო თავდაცვის შტაბში, საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" უფროს არქიტექტორად, მთავარ ინჟინრად; 1959-1965წწ. დირექტორად; 1965-1972წწ. მთავარ არქიტექტორად და მთავარ სპეციალისტად; ძირითადი ნამუშევრები: კინოთეატრი "ისანი" (1950), სკოლა პ. ჩაიკოვსკის ქუჩაზე (1950), ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავით აღმაშენებლის პროსპექტზე (1955), საცხოვრებელი სახლი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (1962; შ. ყავლაშვილთან და გ. მელქაძესთან ერთად) და სხვა; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; საბრძოლო მედლებისა და სხვა ჯილდოების კავალერი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.986; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.712-713

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: