| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ხატისკაცი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1957წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1958-1960წწ., 1995-2001წწ. - თელავის თეატრში რეჟისორად; 1964-1988წწ. - თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრში;ს აუკეთესო დადგმები: ს.-ს. ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" (თ. მაღალაშვილთან ერთად), ა. სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", ი. ცურტაველის "შუშანიკის წამება", "მოლიერი ანუ მეფე დარბაზში" (მოლიერის მიხედვით, რუსთაველის თეატრი), პ. ტრავერსის "მერი პოპინსი" (წლის საუკეთესო სპექტაკლი, მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი), რ. გაბიჩვაძის ოპერა "ნანა" (ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი), "სიბრძნე სიცრუისა", "მოგზაურობა ვლადიკავკაზიდან წიწამურამდე" (ი. ჭავჭავაძის მიხედვით), "მკვლელობა ლიმაში" (პ. მერიმეს მიხედვით), "საწყაული საწყაულის წილ" (უ. შექსპირის მიხედვით) - ყველა თელავის თეატრში (მთარგმნელი და ინსცენირების ავტორი ხატისკაცი); კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გადაიღო ფილმები: "სიბრძნე სიცრუისა" (1983), "არსენას სიმღერა" (1985, თ. მაღალაშვილთან ერთად), სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი "გარდამოხსნა" (1996, სცენური ავტორი და რეჟისორი ხატისკაცი); 1963 წელს გამოვიდა მის მიერ თარგმნილი ფ. გარსია ლორკას რჩეული ლექსების კრებული, ხოლო 1995 წელს საკუთარი ლექსების კრებული; დაჯილდოვებულია სახელმწიფო ჯილდოებით; თეატრისა და კინოს რეჟისორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.987; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.34; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.394 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

