The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოწია გვარჯალაძე

კოწია გვარჯალაძე
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე გვარჯალაძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1884
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1969  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

უმაღლესი განათლება მიიღო შვეიცარიაში, რამაც შესამჩნევი დაღი დაასვა, მის სოციალ–დემოკრატიულ შეხედულებებს. რუსული მენშევიზმისგან განსხვავებით მისი მსოფლმხედველობა ეფუძნებოდა ევროპულ ჰუმანისტურ სოციალიზმს, რომლის ამოცანასა და დანიშნულებას პიროვნებისა და ერის თავისუფლებაში ხედავდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ითვლებოდა ყველაზე პროევროპულ წევრად, ახლოს იყო ფედერალისტებთან; იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი (მოადგილე); 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაშა, ჯერ ლონდონში, შემდეგ, 1928 წლიდან — პარიზში; 1921–1924წწ. იყო სტამბოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული და სათვისტომოს ხელმძღვანელი; 1920–1930–იან წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტური ინტერნაციონალის მუშაობაში; როგორც ქართული სექციების წარმომადგენელი მონაწილეობდა ერთა ლიგის დამხმარე საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგისა და მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში; გარდა ქართული და რუსული ენებისა, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, რაც ხელს უწყობდა წარმატებით გამოსულიყო სხვადასხვა შეკრებებზე და უცხო საზოგადოებისთვის გაეცნო საქართველოს წარსული და აწმყო, მოეწოდებინა მხრი დაეჭირათ ქართველი ერის მოთხოვნებისთვის; 1935-1940წწ. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანოს, "ბრძოლის ხმის" მთავარი რედაქტორი. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

წყარო: thinglink.comeanswers.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1918-1921)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: