Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ხახუტაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1953 წელს. 1960 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1954 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; ნამუშევრები: ფერწერა - "უხუცესი ქართველი მხატვრები" (1953, სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), "ჭიდაობა" (1957, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი), "გოგონა ძაღლთან ერთად" (1959, მხატვრის სახელოსნო), "ნაშვილები" (1967, სურათების ეროვნული გალერეა), "შოთა კალანდარიშვილის პორტრეტი" (1972, სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), სერია - "ქართლის ცხოვრება" (1973-1997), "კიდევაც დაიზრდებიან" (1986), "ქსნის ციხის ლეგენდა" (1987) და სხვა; გაფორმებული აქვს 100-მდე წიგნი (რ. რასპეს "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი", მ. შოლოხოვის "წყნარი დონი" და სხვა); თანამშრომლობდა ჟურნალში ("დროშა", "პიონერი", "დილა"); მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში; პროფესორი (1974). ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.988; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |