Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ხელაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სტუდიის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს. 1946-1948წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მსახიობ-კონფერანსიედ; 1948 წელს იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1949 წლიდან მუშაობდა თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში მსახიობად; ჰქონდა ხავერდოვანი ლამაზი ტემბრის ხმა, შესანიშნავი სცენური გარეგნობა, მის გმირებს მუდამ თან ახლდა გრძნობათა სიწრფელე, უშუალობა, მიმზიდველობა; შესრულებული როლებიდან (100-ზე მეტი) აღსანიშნავია არსენა (ვ. ცაგარეიშვილის "არსენა ოძელაშვილი"), გიჟუა (შ. აზმაიფარაშვილის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ფირუზა (გ. ცაბაძის "კურკას ქორწილი"), დონ კიხოტი (მიჩ ლის "ლამანჩელი"), თავადი ორლოვსკი (ი. შტრაუსის "ღამურა"), ჯიმი (რ. ფრიმლისა და ჰ. სტოტჰარტის "როზ-მარი"), ვახტანგი (გ. ცაბაძის "ბრწყინვალე მომავალი") და სხვა; გადაღებულია კინოფილმებში" ნ. შენგელაიას "სამშობლო", 1938; დ. ანთაძის "ქალიშვილი ხიდობნიდან", 1940; ნ. სანიშვილის "ბედნიერი შეხვედრა", 1949; გ. მგელაძის "მაცივარში ვიღაც იჯდა", 1984; წარმატებით გამოდიოდა როგორც საესტრადო მომღერალი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.988 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |