The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხარაძე

გიორგი ხარაძე
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1984  (39 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ორლეანის კონსერვატორია 1998 წელს, პარიზის კონსერვატორია 2002 წელს(ვიოლონჩელო), კიოლნის კონსერვატორიის ასპირანტურა 2004 წელს.

1993 წლიდან ემიგრირებულია ევროპაში; 2013 წლიდან არის პარიზის ბასტილიის ორკესტრის კონცერტმაისტერი; ეწევა საკონცერტო და საგასტროლო მოღვაწეობას; ქართული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი კონცერტი ვიოლონჩელოსათვის(2003, პირველი შესრულება, ქალაქი კრომბერგი, გ. კრემერის ორკესტრ "კრემერატა ბალტიკასთან" ერთად), ს. ცინცაძე პრელუდიები(2005, პირველი შესრულება, პარიზი), ვ. აზარაშვილი ვიოლონჩელოს კონცერტი(2014, თბილისი), ა. მაჭავარიანი ვიოლონჩელოს კონცერტი(2013, პირველი შესრულება, თბილისი); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: შოსტაკოვიჩი N1, დვორჟაკი, შუმანი; კამერული რეპერტუარი: ი. ს. ბახი 6 სიუიტა, ბეთჰოვენი ვიოლონჩელოს სონატები; გასტროლები: საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, ესტონეთი; ვიოლონჩელისტი; ალტისტი არჩილ ხარაძის ვაჟიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 578

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სახელობის ფესტივალი(ბონი, გერმანია), ბეთჰოვენის ბეჭედი, ბეთჰოვენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის
  • 2006 - ე. ფოიერმანის სახელობის ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსი(ბერლინი), I პრემია და გრან პრი
  • 2005 - მ. როსტროპოვიჩის სახელობის ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსი(პარიზი), III პრემია
  • 2002 - პ. კაზალსის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, III პრემია
  • 2001 - ვიოლონჩელოს საერთაშორისო კონკურსი, I პრემია (შტუტგარდტი, გერმანია)

გააზიარე: