შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კვიცარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1941-1943 წლებში იყო ბელორუსიაში მოქმედი ერთ-ერთი პარტიზანული რაზმის დაზვერვის უფროსი და რაზმის მეთაურის მოადგილე. 1943 წელს, ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად დაბრუნდა სამშობლოში. 1957-1989 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული წიგნი (მოთხრობა პარტინაზებზე) "ორდიშევის ტყეში" 1957 წელს; ლექსების პირველი კრებული "გზა" 1959 წელს გამოსცა. ავტორია ლექსისა "ქუთაისი", რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის პოპულარული სიმღერა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, სომხურ, ოსურ, აფხაზურ და პოლონურ ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 500-501; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 189; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.248; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |