შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკა ხარძიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1997 წელს(მუსიკის ისტორია). 2002–2010წწ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკს შემოქმედებითი მიმართულების მაძიებელი; 1997–2010წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(თეორიული საგნები); 1998 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი(მუსიკის ფოლკლორი); 1999–2005წწ. თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი(თეორიული საგნები); ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი ცენტრის პროფესორი; გასტროლები: რიგა, ლონდონი(ანსამბლ "ნანინასთან" ერთად); ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა – "ნადირობის თემა სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში", დაიცვა 2010 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 579
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |