The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ხატიაშვილი

დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1978 წელს(ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს(მუსიკის ისტორია).

1986–2003წწ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი(მუსიკის ლიტერატურა); 1997–2001წწ. მუსიკალურ–პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი(მუსიკის ისტორია); 2003 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი; 2010 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის სამგალობლო ინსტიტუტის პროფესორი; მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

 საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბარტოკის როლი 60–80–იანი წლების ქართული კამერულ–ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 580


გააზიარე: