Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დუდარ ხახანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. 1940–1942წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(სავიოლინო), 1947–1952წწ.(საკომპოზიციო). 1937–1940წწ. და 1942–1946წწ. იყო ქ. სტალინირის(ცხინვალი) დრამატული თეატრის ორკესტრის მუსიკოსი და მუსიკალური ნაწილის გამგე; 1942–1946წწ. ცხინვალის ხეთაგუროვის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე, პარალელურად მუსიკალური სკოლის პედაგოგი; 1946–1949წწ. იყო თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის ორკესტრის მუსიკოსი; 1952–1953წწ. სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი; 1953 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; თხზულებები: პირველი ოსური ოპერეტა "ხანძერიფა"(1948, მ. შავლოხოვის ლიბრეტო), ინსტრუმენტული კონცერტები: საფორტეპიანო, სავიოლინო, მცირე ფორმის ვოკალურ–ინსტრუმენტული, კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები, სიმებიანი კვარტეტი(1948), რომანსები(ოსი პოეტების ლექსებზე), გუნდები(ხალხურ და ოსი პოეტების ლექსებზე), კანტატა, ხალხური სიმღერები დამუშავებული მუსიკალურ–დრამატული სპექტაკლებისათვის; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1973), საქართველოში მცხოვრები ოსი კომპოზიტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 581; http://ru.wikipedia.org/wiki/Хаханов,_Дудар_Соломонович Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |