The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომან ხერხეულიძე

Date of birth:17??
Date of death:1805
Category:Public official, Historian

Biography

XVIII საუკუნის ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი; მისი თხზულება "მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა" მოიცავს 1722-1787წწ. ქართლ-კახეთის ისტორიას, რომლის უმთავრესი მიზანია ერეკლე II-ის მოღვაწეობის შეფასება. ქვეყნის წინაშე ერეკლე II-ის უმთავრეს დამსახურებად მას მიაჩნია ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება, რაც თხზულების სათაურშიც აქვს გამოტანილი: "...თუ ვითარითა შრომითა მიიღო მან მეფობა ქართლისა... და შემდგომად შეაერთა მან სკიპტრაი ორ-მეფობითი". ამ დიდი საქმის დაგვირგვინებისათვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის დაუფლებასა და ყიზილბაში მეციხოვნეებისაგან მის გაწმენდას; ის დაწვრილებით მოგვითხრობს ერეკლე II-ის ენერგიულ ბრძოლას თბილისისათვის ჯერ ქართლში მისი ხელისუფლების მოცილე აბდულა-ბეგის, შემდეგ კი თბილისის ციხის ყიზილბაშური გარნიზონის წინააღმდეგ; ავტორი ყურადღებას ამახვილებს თბილისის მოქალაქეთა პოზიციაზე, რამაც მისი აზრით, გადამწყვეტი როლი შეასრულა მეფის სასარგებლოდ; როდესაც ერეკლე II ქართ-კახეთის ჯარებით მოადგა ქალაქს, "უმეტეს ტფილისის მოქალაქენი იბრძოდნენ ციხესა და მტკიცედ სდგნენ ერთგულებასა მეფის ირაკლისასა", - აცხადებს ხერხეულიძე; შემდგომშიც თბილისი ყოველთვის რჩებოდა ერეკლე II-ის მთავარ საყრდენ ბურჯად მის ხანგრძლივ და მძიმე ბრძოლაში; მისი მიხედვით, პირველად თბილისში აღინიშნებოდა და შემდგომ მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა როგორც გამარჯვების სიხარული, ისე დამარცხების სევდა. ერეკლე II-ის კარის ისტორიკოსი, ლაშქარნივისი, მდივანბეგი (მოსამართლე). 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.992; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ka.wikipedia.org

Bibliography


Share: