შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ხვთისიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1962 წელს(მუსიკის ისტორია). 1962–1971წწ. იყო თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(მუსიკალური ლიტერატურა), 1962–2014წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(დასავლეთ ევროპული, საბჭოთა, მსოფლიო, თანამედროვე, საეკლესიო მუსიკის ისტორია), 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 1997–2001წწ. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი(მუსიკის ისტორია); 1997 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დააარსა საეკლესიო მუსიკის ისტორიის სალექციო კურსი; მიაკვლია X საუკუნის ქართულ პასიონს – შეხვეტილიანი; მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, მოყვარული მხატვარი, ელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, მხატვარ ა. ვარაზის მეუღლე. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული კანტატა და ორატორია (20–70–იან წლები)", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 583 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |