შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ელიგულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაიბადა ვაჭრის, ქველმოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, ქუთაისის ხმოსანთა საბჭოს წევრის აარონ ელიგულაშვილის ოჯახში. სწავლობდა ეკონომიკას რუსეთში; მონაწილეობდა ქართველ სტუდენტთა მოძრაობაში; 1917 წლის ოქტობრის გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა; 1918 წელს დაინიშნა საგარეო ვაჭრობის კომიტეტის წევრად; 1919 წლიდან იყო ეკონომიკური აგენტი როტერდამსა და საფრანგეთში, შემდეგ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის მოადგილე; მისი ხელმოწერა არის საქართველოს 1921 წლის დამოუკიდებლობის აქტზე. უდიდესი ღვაწლი გაიღო საქართველოს ეროვნული საგანძურის აღწერის, საზღვარგარეთ გაგზავნისა და დაცვის საქმეში. 1921 წლის თებერვალში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საგანძურის ევაკუაციაში საფრანგეთში; ემიგრაციაში ცხოვრობდა პარიზში; მონაწილეობდა ქართველ ემიგრანტთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში; მეორე მსოფლიო ომის წლებში მიხეილ კედიასთან ერთად ათასამდე ქართველი ებრაელი გამოიხსნა გერმანელთა ტყვეობიდან. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.222 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |