The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინდია ხითარიშვილი

მინდია ხითარიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1973  (45 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1991 წელს(გუნდის დირიჟორობა), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1993 წელს(საკომპოზიციო), საქართველოს ხელოვნების აკადემია 1996 წელს(საკომპოზიციო).

1996 წლიდან არის ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1998 წლიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის კომპოზიტორი და პროდიუსერი; 2001-2012 წწ. ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიის (ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) პედაგოგი, მიჰყავდა კომპოზიციის, პოლიფონიისა და საკრავთმცოდნეობის კურსი. 2002 წლიდან სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პედაგოგი(გაორკესტრება, არანჟირება); თხზულებები: როკ–ოპერა "თავფარავნელის ბალადა"(2009, პირველი შესრულება ბათუმის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, 2010), მუსიკა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლებისათვის: "არგონავტები", "ბრემენელი მუსიკოსები"; 2012 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში. არის ქ. ხაიფის დ. ვაიცმანის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი და სახელოვნებო სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. ხაიფის სახელმწიფო დრამატული თეატრის კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. გასტროლები: ანკონა, მაჩერატა, მილანი, მოსკოვი, კიევი, სტამბული.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 583

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის თეატრალური კავშირი, წევრი (1999-2017)
  • საქართველოს კომპოზიტორთა და ავტორთა კავშირი, წევრი (2002-2017)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია, , საპატიო დიპლომი და პრემია, როკ-ოპერის "თავფარავნელის ბალადა" შექმნისთვის
  • 2011 - XV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს დელფინი", საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, დიპლომი და პრემია სპექტაკლისათვის "არგონავტები" (ვარნა, ბულგარეთი)
  • 2009 - უკრაინის თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისთვის სპექტაკლი "არგონავტები"
  • 2009 - აჭარის თეატრალური საზოგადოების პრემია "წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ავტორი", სპექტაკლისთვის "ბრემენელი მუსიკოსები"
  • 2003 - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 2002 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

გააზიარე: