Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მინდია ხითარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1991 წელს(გუნდის დირიჟორობა), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1993 წელს(საკომპოზიციო), საქართველოს ხელოვნების აკადემია 1996 წელს(საკომპოზიციო). 1996 წლიდან არის ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1998 წლიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის კომპოზიტორი და პროდიუსერი; 2001-2012 წწ. ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიის (ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) პედაგოგი, მიჰყავდა კომპოზიციის, პოლიფონიისა და საკრავთმცოდნეობის კურსი. 2002 წლიდან სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პედაგოგი(გაორკესტრება, არანჟირება); თხზულებები: როკ–ოპერა "თავფარავნელის ბალადა"(2009, პირველი შესრულება ბათუმის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, 2010), მუსიკა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლებისათვის: "არგონავტები", "ბრემენელი მუსიკოსები"; 2012 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში. არის ქ. ხაიფის დ. ვაიცმანის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი და სახელოვნებო სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. ხაიფის სახელმწიფო დრამატული თეატრის კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. გასტროლები: ანკონა, მაჩერატა, მილანი, მოსკოვი, კიევი, სტამბული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 583 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |