The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანატოლი კიზირია

დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1976  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. 

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს და პეტროვსკოე-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია 1916 წელს.

მუშაობდა თბილისის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში 1918-1920 და 1923-1936 წლებში, სენაკის მაზრის რევკომში; 1932-1938წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის გამგედ; 1938-1971წწ. საქართველოს ზოოვეტერინალური სასწავლო-საკვლევი ინსტიტუტის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის გამგედ; 1973-1976წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში კონსულტანტად. ქართველი მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 511-512

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: