შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კაკო ხინთიბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1928 წელს. 1923 წელს შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო თბილისის "წითელ თეატრსა" და კინომსახიობთა სტუდიაში; 1924 წლიდან იღებენ კინოში; როლები: ყარამანი ("ვინ არის დამნაშავე", 1925), ივანე ("ჯანყი გურიაში", 1928), კოჩია ("უდაბნო", 1932), ტიტიკო ("დარიკო", 1936), მიქელა კალმახელიძე ("დაკარგული სამოთხე", 1937), ლომკაცა ("ქალიშვილი ხიდობნიდან", 1940) და სხვა; 1949 წლიდან დამდგმელი რეჟისორია მულტფილმებისა: "მამაცი მთამსვლელები" (1950), "ჯაფარა" (1951), "წავი ჩუკა" (1953), "ნიკო და ნიკორა" (1954), "ჩხიკვთა ქორწილი" (1957), "მტრობა" (1959, დიპლომი ლოკარნოს XIII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1960), "წუნა და წრუწუნა" (1961), "ნახევარწიწილა" (1962), "ქორბუდა" (1963) და სხვა; მის მულტფილმებს მიღებული აქვს პრიზები საერთაშორისო კინოფესტივალებზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.994; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.- გვ. 484; gurianews.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |