The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ხიჯაკაძე

დაბადების თარიღი:22 მაისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1980  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1940 წელს(ვოკალური).

1940–1972წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(მეცო–სოპრანო); 1972–1980წწ. თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); ქართული რეპერტუარი: დედოფალი ნათელა, ნინო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), თამარ–დედოფალი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), დარეჯან–დედოფალი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), ბარბალე(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), დილვარდისა(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"), ნინო(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), თამარ–მეფე, ელენე, წითელქუდას დედა(გოკიელი "პატარა კახი"), ასმათი, დედა(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", "დიდოსტატის მარჯვენა"), ნანიკო(ა. ანდრიაშვილი "ლაშქარა"), ცისანა(ა. ბალანჩივაძე "მზია"), გადია(დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), დედა(ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა"); სხვა რეპერტუარი: აზუჩენა, ამნერისი(ვერდი "ტრუბადური", "აიდა"), კარმენი(ბიზე "კარმენი"), გრაფინია, ოლგა(ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი"), მარინა მნიშეკი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), თამარის გადია(რუბინშტეინი "დემონი").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 584

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: