Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა კუპრი![]()
Biographyქართველი ფეოდალი, ჰერეთის ერისთავი XIII საუკუნის 30-40-იან წლებში. ზოგიერთი მოსაზრებით "კუპრი" მას ეწოდა სახის კანის სიშავის გამო, ზოგის აზრით კი, იმის გამო რომ მის სამფლობელოში კუპრი მოიპოვებოდა. უარყოფილია შეხედულება, თითქოს შოთა კუპრი მანის მოძღვრების მიმდევარი და ამდენად, ქრისტიანული სარწმუნოებისგან განდგომილი ("კუპარი") იყო (პ. ინგოროყვა). ზოგიერთი მკვლევარი შოთა კუპრს ვეფხისტყაოსნის ავტორად მიიჩნევდა (თეიმურაზ ბატონიშვილი, მარი ბროსე, პ. ინგოროყვა). შოთა კუპრი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. როდესაც დასავლეთ საქართველოში გადასულმა მეფე რუსუდანმა მონღოლებთან შეთანხმება გადაწყვიტა, შანშე და ავაგ მხარგრძელებთან და ვარამ გაგელთან ერთად შოთა კუპრიც გაგზავნა მათთან მოსალაპარაკებლად. აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნებულ რუსუდანს და მის ვაჟს დავითს, სხვა დიდებულებთან ერთად მიეგება შოთა კუპრი. მან მონაწილეობა მიიღო კოხტასთავის შეთქმულებაში. სხვა ქართველ მთავრებთან ერთად ის შეეგება პატიმრობის შემდეგ მცირე აზიიდან დაბრუნებულ ლაშა-გიორგის ძეს დავითს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.16
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |