The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით შოთაძე

დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 1967  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1930-1940 წლებში იყო მოსკოვის ონკოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიის განყოფილების გამგე, 1960 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრას (ინსტიტუტის ამ კლინიკას მიენიჭა შოთაძის სახელი). იგი შეისწავლიდა ონკოლოგიისა და ქირურგიის აქტუალურ საკითხებს, ანთებისა და სიმსივნური პროცესების ურთიერთდამოკიდებულებას, ტუჩის, სწორი ნაწლავის კიბოს და სხვა. ქირურგ-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1953). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.16

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: