The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ხომერიკი

ოთარ ხომერიკი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2014  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს.

1981-1983წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების კათედრის დამაარსებელი და ამავე კათედრის გამგე (1983 წლიდან); მისი შრომები ეხება მართვის ახალი ტექნოლოგიების საშუალებების შექმნას და მაგნეტიზმის გამოყენების გამოკვლევებს ტექნიკისა და მედიცინის დარგში; მრავალი გამოგონებისა და მონოგრაფიის ავტორია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეცნიერი ნახევარგამტარიანი ხელსაწყოთმშენებლობისა და ბიოსამედიცინო ტექნიკის დარგში; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1979).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.995; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.394

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: