შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა შოთაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დასში. 1967 წლიდან რუსთავის დრტამატული თეატრის მსახიობია. ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: რეგანა ("მეფე ლირი"), ვასილისა (მ. გორკის "ფსკერზე"), ია (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), ნექტარინა ( შ. დადიანის "გვირგვლიანების ოჯახი"), არკადინა (ჩეხოვის "თოლია") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "კაცია-ადამიანი?!" (დარეჯანი), "გლადიატორი" (ლიანა), "გამიზიარე სითბო" (ქეთევანი) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.16; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |