Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბენიტო კიზირია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1953 წელს. 1953–1961წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის განყ-ბაში. მონაწილეობდა საველე სამუშაოებში ალაზნის ველზე, სადაც მუშავდებოდა ღრუბლებზე ზემოქმედების მეთოდები და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე მონაწილეობდა პირველი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის გამოცდაში, რომელიც ჩატარდა 1958 წელს ცივ-გომბორის უღელტეხილზე. 1960 წელს კ. რუსეთის მეცნიერებთან ერთად ახორციელებდა ღრუბლებში სეტყვის კერებზე ზემოქმედების ტექნიკურ საშუალებების გამოცდას. 1961 წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სეტყვასთან ბრძოლის სამსახურის უფროსად. 1967 წელს მიიწვიეს მოსკოვში. მან მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის მთავარ სამმართველოში ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების განყოფილების ხელმძღვანელად. 1969 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის მას მეცნიერთა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია. 1989 წელს მოსკოვში დააარსა სამეცნ. ცენტრი "АВС". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოფიზიკოსი, პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 512; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია : georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 22 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |