შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ხმალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს(იურიდიული), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს(ვოკალური). 1924 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის პირველი სტიპენდიანტი; მღეროდა კ. მაღრაძის გუნდში; 1932–1934წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; დებიუტი: ჟერმონი(ვერდი "ტრავიატა", 1932, თბილისის ოპერის სცენაზე); ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 1930–1942წწ. თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1936 წლიდან თბილისის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი; 1934 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1942–1949წწ. ვოკალური კათედრის გამგე, დეკანი, 1939–1955წწ. პრორექტორი, 1941 წლიდან დოცენტი, 1946 წლიდან პროფესორი; მოწაფეები: შ. თაბუკაშვილი, თ. მერკვილაძე, ო. ბახტაძე, დ. ჯიტავა, შ. მეძველია, ვ. კიკნაძე, გ. ზედგენიძე, გ. წულუკიძე, ნ. მეძმარიაშვილი, ე. პოიმანოვი, ნ. ოვანესიანი, ა. მილოვანოვი, მ. ხატელიშვილი; საოპერო მომღერალი, ბარიტონი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 585 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |