The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ხოზაშვილი

დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1995 წელს.

1995–1996წწ. სტაჟირება გაიარა სანკტ–პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგი ნ. დოლგუშინი; სცენურ ოსტატობას სრულყოფდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პედაგოგები: ლ. მითაიშვილი, მ. ალექსიძე, ი. ჯანდიერი, ნ. მაღალაშვილი; 1997 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, პარალელურად 2000–2001წწ. ბერლინის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 2001–2002წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი(კლასიკური ცეკვა); ქართული რეპერტუარი: მამია(დ. თორაძე "გორდა"), თეზევსი(გ. ყანჩელი–ალექსიძე "ფედრა"); სხვა რეპერტუარი: ზიგფრიდი, როტბარი, პრინცი(ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ბაზილი, ესპადა, სოლორი(მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ალბერტი(ადანი "ჟიზელი"), ფრონდოზო(კრეინი "ლაურენსია"), კოლენი(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), მერკუციო, რომეო, ტიბალტი(პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), გიქო(ხაჩატურიანი "გაიანე"), კავალერი("ტანგო"), სოლო(ი. შტრაუსი–კოილე "გაზაფხულის ხმები"), ლომი, სინაგოგის მოწაფე(რატმანსკი "სიზმრები იაპონიაზე", "ლეა"), სოლო(ბიზე–რატმანსკი "ვარიაცია"), ბოშა(ბონერი "ორი მტრედი"), მთავარი პარტია(მენდელსონი–მაკინტაიერი "ზაფხულის ღამის სიზმარი"), მთავარი პარტია(უელში "გრეინი"), პა–დე–დე(ბურნონვილის ბალეტები), სოლო(ლ. გოშტალკი "ტარანტელა"), დუეტი(სტრავინსკი–გოშტალკი "დუო–კონცერტანტე"), სოლო("საგალობელი"), მთავარი პარტია("ბუგაკუ"), ჯეიმსი(ტალონი "სილფიდა"), სოლო("სიმფონიური ცეკვები"), სოლო("დრამატული ცეკვები"), ყმაწვილი("ექსცენტრიული დუეტი"), აგამემნონი("ლულუ–სიუიტა"), სოლო("ვესტერნ–სიმფონია"), სოლო("ცასა და დედამიწას შორის"); გასტროლები: ედინბურგი, საფრანგეთი, ესპანეთი, იაპონია, აშშ, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი(თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად); ამჟამად მოღვაწეობს სამსუნის(თურქეთი) სახელმწიფო საბალეტო დასში; ბალეტის მოცეკვავე ლაშა ხოზაშვილის ძმა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 585


გააზიარე: