The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სპირიდონ კედია

სპირიდონ კედია
Date of birth:20 September, 1884
Date of death:17 May, 1948  (at 63 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Political Leader, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში; 1906 წლიდან პარიზშია; 1914 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო კარგი ორატორი და ნიჭიერი პუბლიცისტი. 1917 წელს ამიერკავკასიის მაშინდელი სეიმის თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის, მანდატით მიემგზავრება ბერლინში, სადაც გიორგი მაჩაბელთან და მიხაკო წერეთელთან ერთად ინტენსიურად მუშაობს გერმანულ წრეებთან; ოპოზიციაში ედგა მმართველ (სოციალ-დემოკრატიულ) პარტიას; აკრიტიკებდა მის საგარეო და საშინაო, განსაკუთრებით კი, პერიფერიებთან ურთიერთობის პოლიტიკას; სხვებთან ერთად გამოსცემდა გაზეთ "საქართველო"-ს. 1921 წლის მარტში საქართველოს მთავრობა და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. სპირიდონ კედია საქართველოში დარჩა. 1922 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო მასობრივი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია. წინა ღამეს ყველა ეჭვმიტანილი, მათ შორის, სპირიდონ კედიაც, დააკავეს. 6 თვე იჯდა "გუბერნსკში", შემდეგ ეტაპით ბათუმში ჩაიყვანეს და საქართველოდან გაასახლეს მეუღლესთან ერთად; საფრანგეთში გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა ემიგრაციის არამარქსისტ ნაწილთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტიკის ის ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეხება. პარიზში გამოსცემდა: ჟურნალს - "სამშობლოსათვის", ედპ-ს პარტიულ ორგანოს -"სამშობლო", გაზეთს - "საქართველოს გუშაგი"; თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, კერძოდ, ჰქონდა პატარა საწარმო-ლაბორატორია, სადაც მაჩაბელის პარფიუმერიისათვის ესენციებს ამზადებდა. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.4. -თბ.,2018. -გვ.103; სპირიდონ კედია : მასალები პირადი არქივიდან / საქ. პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელ. ეროვნ. ბიბ-კა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტ. კავშირის საქ. საზ-ბა, XX ს. შემსწ. ს/კ ცენტრი (javakhishviliinstitute.files.wordpress.com)

Member of Organizations

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავმჯდომარე (1917-)

Bibliography


Share: