Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე სურგულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო ინსტიტუტი 1894 წელს. იყო ქუთაისის სათავადაზნაური პროგიმნაზიის გამგე–მასწავლებელი, შემდეგ თბილისის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა ისტორიას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იაკობ გოგებაშვილთან. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1909-1919წწ. ჟურნალ "ერის", 1913-1914წწ. კი ჟურნალ "თავისუფალი საქართველოს" რედაქტორი იყო. დიდი წვლილი მიუძღვის ჟენევაში "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" შექმნაში, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებაში. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში (1917 წლის 19 ნოემბერი), დამოუკიდებლობის აქტის შედგენაში. ნაშრომები აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების, ქართული ენისა და მწერლობის, ასევე სხვა მრავალი ეროვნული პრობლემის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921წწ.) ასრულებდა დიპლომატიურ მისიას როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების მიზნით. მონაწილეობდა მესხეთის, აჭარის, საინგილოს პრობლემების მოგვარებაში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო; 10 წელი ცხოვრობდა სტამბოლში და იქვე გარდაიცვალა. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |