The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ხოზაშვილი

ლაშა ხოზაშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 2002 წელს.

2002 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; სცენურ ოსტატობას იმაღლებდა პედაგოგ–რეპეტიტორებთან: ლ. მითაიშვილი, ი. ჯანდიერი, ს. გოჩიაშვილი, ნ. მაღალაშვილი, ა. წერეთელი; 2010 წლიდან ბოსტონის(აშშ) საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი: პრინცი, როტბარი, პა–დე–ტრუა(ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ალბერტი, პა–დე–დე(ადანი "ჟიზელი"), კოლენი(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), ბაზილი, ესპადა და ახალი ნომერი "ბოლერო"(მინკუსი "დონ კიხოტი"), აპოლონი(სტრავინსკი–ბალანჩინი "აპოლონ მუსაგეტი"), სოლო(ბალანჩინი "სერენადა"), სოლო("ვესტერნ–სიმფონია"), სოლო("მოცარტიანა"), სოლო(ბახი "ჩაკონა"), სოლო(დონიცეტი "ვარიაციები"), მხატვარი("ორი მტრედი"), გრინი("გრინი"), ადაჟიო("თაისი"), მამა(რატმანსკი "ლეა"), სოლოები: "დუო–კონცერტანტე", "სიზმრები იაპონიაზე", "ყვავილების ფესტივალი", "Skepping Stone", "ცასა და დედამიწას შორის", "ბიზე–ვარიაციები", "ფორე"; გასტროლები: ესპანეთი, ისრაელი, იაპონია, აშშ, შოტლანდია, ინგლისი, უკრაინა, სომხეთი(თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად); ბალეტის მოცეკვავე დავით ხოზაშვილის ძმა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 585

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - გ. ალბერტის და ნ. ანანიაშვილის პრიზი "ვარსკვლავი"

გააზიარე: