The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ხოჯავა

რუსუდან ხოჯავა
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 2020  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში. 1949 წელს ჩააბარა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო განყოფილებაზე (პედ. ვ. შიუკაშვილის კლასი). 1951 წელს გადავიდა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში (პროფ. ა. გოლდენვეიზერის კლასი), მისი პედაგოგები იყვნენ: ი. მილშტეინი, მ. გრინბერგი, ტ. ნიკოლაევა (ყველა ფორტეპიანო). 1954-1957 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში.

1958 წლიდან მუშაობდა თბილისის კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პედაგოგად, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორია; 1959 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი იყო; 1960–1989 წლებში სსრკ ფილარმონიის (Союзконцерт) სოლისტია, ხოლო 1960 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; იგი სისტემატურად გამოდიოდა როგორც სოლო კონცერტებით, ასევე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად; მართავდა მასტერკლასებსა და გასტროლებს საქართველოსა და სსრკ ქალაქებში; მის საშემსრულებლო შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ი. ბახის ნაწარმოებებს; ავტორია თხუთმეტი სამეცნიერო ნაშრომისა, იგი ხშირად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და მის ფარგლებს გარეთ გამართულ სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციებში; ოთხასამდე კონცერტ-ლექცია აქვს ჩატარებული საქართველოს რაიონებისა და ქალაქების სამუსიკო სკოლებში, სტუდიებსა და სასწავლებლებში. საგასტროლოდ იმყოფებოდა საარბრიუკენში. არის მოსკოვის სტუდენტობისა და ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი (1957); ლაიფციგის ი. ს. ბახის სახელობის მე-2 საერთაშორისო კონკურსის IV პრემიის მფლობელი (1964). 2013 წლიდან ემერიტუსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 587; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.90; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: