The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ხოჯავა

რუსუდან ხოჯავა
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1955 წელს(საფორტეპიანო). 

1936–1964წწ. სტაჟირება გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგები: ი. მილშტეინი, მ. გრინბერგი, ტ. ნიკოლაევა(ყველა ფორტეპიანო); 1960–1989წწ. სსრკ ფილარმონიის(Союзконцерт) სოლისტი; 1960–1990წწ. საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1959 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2013 წლიდან ემერიტუსი; 1959 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი; 1960 წლიდან მართავდა სოლო და სიმფონიურ კონცერტებს, მასტერკლასებს საქართველოსა და სსრკ ქალაქებში; მოწაფეები: გ. ლაცაბიძე, თ. მარიამიძე–დიკერო, გ. ხმალაძე, პ. ალიბეგაშვილი, ქ. და მ. მეირაბოვები, ა. კუკულაძე–კანდელაკი, მ. ომსარაშვილი, ლ. სამსონიძე; ქართული რეპერტუარი: ო. გორდელი სონატინა; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბახი f-moll, ბეთჰოვენი N4, შოპენი N2, სკრიაბინი, რაველი G-Dur; გასტროლები: სსრკ, გერმანია; პიანისტი, მუსიკალური მწერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 587

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1964 - ი. ს. ბახის სახელობის კონკურსი, IV პრემია (ლაიფციგი)
  • 1957 - სტუდენტობისა და ახალგაზრდობის ფესტივალი (მოსკოვი)

გააზიარე: