შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ხოტივარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1921 წელს. 1923-1925წწ. სწავლობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის მიერ ჩამოყალიბებულ კინომსახიობთა სტუდიაში; 1924 წლიდან იღებდნენ კინოში; როლები: თედო ბიჭი ("ხანუმა", 1926), ვერსაძე ("ახალგაზრდობა იმარჯვებს", 1928), გელა ("მზაღო და გელა", 1933), თედო ("ნარინჯის ველი", 1937), არისტო ("მეგობრობა", 1940) და სხვა; დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "განაჩენი" (1959), "უდიპლომო სასიძო" (1961), "ტარიელ გოლუა" (1968), "მხიარული რომანი" (1972), "ჩირიკი და ჩიკოტელა" (1975, რ. ხოტივართან ერთად) და სხვა; მისი რედაქციით გამოვიდა ფილმები "ჟუჟუნას მზითვი" (1965), "მამის მკვლელი" (1980) და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; კინორეჟისორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. -გვ.996 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |