The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ხვიტია

ნიკოლოზ ხვიტია
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1975  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

1920 წლიდან სწავლობდა ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, 1925 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(ეკონომიური).

თერთმეტი წლის ასაკიდან მღეროდა ზუგდიდში სასკოლო გუნდში, რომელსაც გალაქტიონ ჭელიძე ხელმძღვანელობდა; გიმნაზიაში სწავლის დროს, მღეროდა ოთხხმიან ვაჟთა გუნდში(ხელმძღვანელი მიხეილ შარაბიძე); აქ სერგო გოცირიძესთან, ვლადიმერ მასხარაშვილთან და ბიძინა ღოღობერიძესთან ერთად ასრულებდა ვოკალური კვარტეტის ცალკეულ ნომრებს; გიმნაზიის ბოლო კლასების მოწაფე იყო, როცა ძუკუსთან სიმღერა დაიწყო, ვოკალს მელიტონ ბალანჩივაძის მიერ დაარსებულ მუსიკალურ სკოლაში დაეუფლა; ზუგდიდში პ. კობახიძესთან და ლ. ჭედიასთან სცენისმოყვარეობასაც ეწეოდა; ოცი წლის ასაკში, ქუთაისის მაზრის ფიზკულტურის ბიუროსთან ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ოთხხმიანი გუნდი, ხოლო 1925 წლიდან, თბილისის უნივრსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი, სათავეში ჩაუდგა საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მომღერალთა გუნდს; ამავე წლიდან იწყებს სოლისტ-მომღერლად მუშაობას დასავლეთ საქართველოს ანსამბლში კიწი გეგეჭკორისა და კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით, სადაც თხუთტმეტი წელიწადი იმღერა; ომის დროს კი დამოუკიდებლად უძღვებოდა სხვადასხვა ორგანიზაციების გუნდებს, სამხედრო ნაწილების გუნდსაც ხელმძღვანელობდა; ერთი წელი ჩხოროწყუს რაიონის საშუალო სკოლების მუსიკალური წრეების ხელმძღვანელი იყო; მანვე მოამზადა თერჯოლის რაიონის გუნდი და მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამოიყვანა; თბილისში ცეკავშირის, აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის, მაუდ-კამვოლის გუნდს წარუძღვა; კარგა ხანს სამტრესტის გუნდის საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელიც იყო; მღეროდა რადიოს გუნდში ა. მეგრელიძესთან; ლოტბარი.

წყარო: http://chanting.ge/?page_id=7



გააზიარე: