შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჩომახია![]()
ბიოგრაფიასწავლობდა ჭოღას სამრევლო სკოლაში; გარდა სიმღერისა, დიდი უნარი გამოიჩინა სოფლის მეურნეობაში - მეფუტკრეობაში; პირველ ხანებში ვერ ახერხებდა გუნდის შექმნას და ტრიოთი გამოდიოდა; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ დაავალა გამოეყვანა თავისი ჯგუფი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების ასი წლისადმი მიძღვნილ საღამოზე; კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ქებაც დაიმსახურა; შემდეგ ფართო ასპარეზი გადაეშალა; გალაქტიონ ჭელიძესთან მღეროდა ზუგდიდის გუნდში და მისი მოადგილეც იყო; პარალელურად ჯერ სოფელ კახათში, შემდეგ ჯუმში ასწავლიდა სიმღერებს მინდვრის მუშებს, კოლმეურნეებს; წალენჯიხის რაიონმა მას ჩააბარა ეთნოგრაფიული გუნდი, რომელმაც 1936 წლიდან მრავალი კონცერტი გამართა; რაიონში მრავალგან დააარსა გუნდები; ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა ჩაის ფაბრიკის მუშა-მოსამსახურეებს; წალენჯიხის გუნდმა დიდი წარმატება მოიპოვა მეოთხე და მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე; თვით ივანეს რეპერტუარი უმთავრესად ისეთი სახუმარო სიმღერებისგან შედგებოდა, როგორებიცაა: "თუნთიქ რხინით მიხალისუ"(დათვი ლხინით გახალისდა), "ქაჯური"; მოხუცებულობის გამო წალენჯიხის რაიონული გუნდის ხელმძღვანელობა თავის მოწაფეს, აგრონომ ვლადიმერ სალიას გადააბარა, გუნდმა სალიას ხელმძღვანელობით საქართველოს მეექვსე და მეშვიდე ოლიმპიადებში კვლავ ისახელა თავი; ივანე ჩომახია დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, ყველას მონდომებით ასწავლიდა სიმღერას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე; ლოტბარი. წყარო: http://chanting.ge/?page_id=7
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |