The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პლატონ ფანცულაია

პლატონ ფანცულაია
Date of birth:1898
Date of death:1938  (at 40 years)
Category:Singer

Biography

იყო ძუკუ ლოლუას ერთერთი ნიჭიერი მოწაფეთაგანი; ცოდნის გადაცემის დიდი უნარი გააჩნდა; ოცი წლის იყო, როცა ოჩამჩირის გუნდის ხელმძღვანელი გახდა; საქართველოს ყველა კუთხის სიმღერას ასრულებდა; აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა ნესტორ ლაკობამ მიიწვია აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელად, დიდი მონდომებით გააჩაღა ანსამბლში მუშაობა; 1934 წელს თბილისში მესამე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ყურადღების ცენტრში აფხაზეთის გუნდი მოექცა, აღინიშნა გუნდის რეპერტუარის თავისებურება, დახვეწილი შესრულება და განსაკუთრებით გამოიყო ცეკვა "შარათინ", ანსამბლი პირველი ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა, 1936 წელს კონცერტები გამართა თბილისის თეატრებსა და ესტრადებზე, რამაც წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე; 1937 წელს საქართველოს ხალხური შემოქმედების მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე აფხაზეთის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი კონკურსგარეშე მონაწილეობდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც პროფესიული ერთეული, განსაკუთრებით აღინიშნა ოთხი წლის ბავშვის არსენ ჭელიძის მიერ შესრულებული "ბაღდადური" და "ლეკური"; პლატონ ფანცულაიამ შექმნა "აფხაზური ოდოია", ანსამბლი ასრულებდა მეგრულ "ხუჯიში ოსხაპუეს", სვანურს, რაჭულ "ქვედრულას"; აფხაზეთის ხელოვნებაში პლატონ ფანცულაიამ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა აფხაზური ფოლკლორის შეკრებითა და მშრომელებისათვის გაცნობით; ლოტბარი.

წყარო: http://chanting.ge/?page_id=7



Share: