The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაპუნა წერეთელი

დაბადების თარიღი:1740
გარდაცვ. თარიღი:1790  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იმერეთის სამეფოს სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე. "ზემო ქვეყნის", "ზემო მხარის" (ზემო იმერეთის) სარდალი, მოლარეთუხუცესი. სოლომონ I-ის პოლიტიკური მიმდევარი და მისი ერთგული თავადი. 1779 წელს იყო იმერთა ჯარის "სპასალარი" რუხის ბრძოლაში. დიდი როლი შეასრულა დავით II გიორგის ძის გამეფებაში, შემდეგ ბერი წულუკიძესთან ერთად მეთაურობდა თავადთა იმ ჯგუფს, რომელმაც დავით გიორგის ძე ტახტიდან ჩამოაგდო და სოლომონ II-ის სახელით გაამეფა ტახტის პრედენდენტი დავით არჩილის ძე. პაპუნა წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული მოდინახეს ციხის აშენება.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.11.-თბ., 1987.-გვ.308


გააზიარე: