შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო ხურცილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის ზოოვეტერინარული ტექნიკუმი 1944 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს(ვალტორნა), კიევის კონსერვატორია 1964 წელს(სადირიჟორო). 1964 წლიდან იყო საქართველოს რადიოტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1966–1968წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორ–სტაჟიორი; 1968 წლიდან თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი დირიჟორი; მუშაობდა თბილისის III მუსიკალურ სასწავლებელში(ჩასაბერი საკრავის პედაგოგი); 1963 წლიდან ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი; ქართული რეპერტუარი: ო. თაქთაქიშვილი "მინდია", მ. დავითაშვილი "ქაჯანა"(1966, პრემიერა); მუსიკალური კომედიები, ოპერეტები: ა. შავერზაშვილი "ნინო"(1967, პრემიერა), ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"(1968, პრემიერა), ლ. იაშვილი "ბაბაჯანას ქოშები"(1968, პრემიერა), ვ. აზარაშვილი "მეცხრე ტალღა"(1969, პრემიერა), გ. ცაბაძე "კურკას ქორწილი"(1969, პრემიერა), შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე"(1969, II რედაქციის პრემიერა), ბ. კვერნაძე "ცოლები და ქმრები"(1970, პრემიერა), ა. რაქვიაშვილი "სხვისი შვილების მამა"(1973); ბალეტები: ვ. აზარაშვილი "ხევისბერი"(1982, პრემიერა ქუთაისი), შ. დავიდოვ–დავითაშვილი "ზვიადაური"(1986, პრემიერა, ქუთაისი); საორკესტრო ნაწარმოებები: ტ. ბაქრაძე ვოკალურ–სიმფონიური პოემა "მარუხი"(1965, პირველი შესრულება), მ. დიაკვნიშვილი სიმფონიური პოემა(1966), ვ. აზარაშვილი სიმფონია N1(ჩანაწერი რადიოს ფონდში); ინსტრუმენტული კონცერტები: ე. ჯაბადარი საფორტეპიანო N1(1964), დ. ჩხეიძე საფორტეპიანო N3(1967); სხვა რეპერტუარი: პუჩინი "ტოსკა"(1975, ქუთაისი), მეიტუსი "ახალგაზრდა გვარდია"(1977, ქუთაისი), პროკოფიევი ბალეტი "უძღები შვილი"(1983, ქუთაისი), დვორჟაკი კონცერტი ვიოლონჩელოსათვის; ვალტორნისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 590
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |