შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1890 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1989-1905წწ. მსახურობდა მთავარ შტაბში. 1905-1914 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის ადიუტანტად. 1905 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად. პირველ მსოფლიო ომს პოდპოლკოვნიკის ჩინით შეხვდა. 1914 წლის აგვისტოში ჩააბარეს ჩერქეზული პოლკი, რომელიც "ველურ დივიზიად" წოდებულ კავკასიის მკვიდრთა ცხენოსან დივიზიაში შედიოდა. თავი გამოიჩინა საბრძოლო მოქმედებების დროს და მიენიჭა იმპერიის არაერთი ორდენი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის წოდება უბოძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წლის მაისი) შემდეგ, ჭავჭავაძე ეროვნულ არმიაში მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ სამხედო სამსახურიდან გადადგა. ცხოვრობდა ტფილისში. არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ. 1930 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური მიზნებით შეიარაღებული აჯანყების" ბრალდებით და მალე დახვრიტეს. პოლკოვნიკი (1915), რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი (1917). წყარო: burusi.wordpress.com; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.100; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.org ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |