The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჭავჭავაძე

არჩილ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:1841
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1902  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1862 წელს პროპორშჩიკის ჩინით; ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკისა და კავკასიის მე-12 სახაზო ათასეულის შემადგენლობაში 1862-1864წწ. მონაწილეობდა კავკასიის ომების (1817-1864) უკანასკნელ ოპერაციებში დასავლეთ კავკასიაში; 1876 წელს მიიღო მაიორის ჩინი; 1877 წელს ახლადჩამოყალიბებული დაღესტნის ცხენოსანთა ბრიგადის მე-3 პოლკის მეთაური იყო; მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ავლარის მთასთან 1877 წლის წლის 3 ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში, ყარსის აღებაში 1877 წლის 6 ნოემბერს, არზრუმთან ბრძოლებში. 1879 წელს ჭავჭავაძე დანიშნეს დაღესტნის ცხენოსანთა 1-ლი პოლკის მეთაურად, იგი მონაწილეობდა იმიერკასპირეთში რუსეთის არმიის ახალთექის (1879 წლის აგვისტო) ექსპედიაში. 1883 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; 1889-1896წწ. იყო სევერსკის პოლკის მეთაური; 1896-1902წწ. - კავალერიის ბრიგადის მეთაური; 1892 წლის11 ივნისს დაინიშნა კავკასიის კავალერიის დივიზიის მეთაურად. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1896), კავალერიის გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა, თავად გულბაათ ჭავჭავაძის ვაჟი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.377; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.198


გააზიარე: