The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჭავჭავაძე

დავით ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1818
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1884  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შუამთის დედათა მონასტერი, კახეთი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო განათლება მიიღო სანქტ-პეტერბურგის გვარდიის პოდპრაპორშჩიკთა სკოლაში; არმიაში მსახურობდა 1834 წლიდან; იყო ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში უნტეროფიცრად; 1839-1840წწ. მსახურობდა ფსკოვის კირასირთა პოლკში; 1840 წელს გადაიყვანეს კავკასიაში და ჩარიცხეს გენერალ ნ. რაევსკის რაზმში; 1840 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში; 1844 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო და კახეთის ცხენოსანთა მილიციის მეთაურად დაინიშნა; მონაწილეობდა გენერალ ა. ნეიდგარდტის ექსპედიციაში შამილის წინააღმდეგ; 1847 წელს კაპიტნის ჩინი და კავკასიის ცალკე კორპუსის მ. ვორონცოვის ადიუტანტობა მიიღო; 1851 წელს გადაიყვანეს ლაიბ-გვარდიის გრენადერთა პოლკში. ყირიმის ომის დროს (1853-1856) ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის თავდასხმებისაგან. 1854 წელს მიიღო მეფის ფლიგელ-ადიუტანტობა; 1856 წელს ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს; 1861 წელს გენერალ-მაიორი გახდა და მეფის ამალაში ჩაირიცხა. ამავე დროს იგი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1867 წელს მან თელავში პირველი ქალთა სკოლა დააარსა, ხოლო ორ წელიწადში მსგავსი სკოლა წინანდალშიც გახსნა. დავითის სამეწარმეო საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა და თავადი ბანკების ვალებში აღმოჩნდა. საბოლოოდ, დავითის პირადი ქონების მართვაში მთავრობა ჩაერია: წინანდლის მამულის ძირითადი ნაწილი რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა. ჭავჭავაძეს ცოლად ჰყავდა მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი, ანა ბაგრატიონი (1822-1905). მათ შეეძინათ ცხრა შვილი — ექვსი ქალიშვილი (სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია და ნინო) და სამი ვაჟი (ალექსანდრე, ილია და არჩილი). თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.11.-თბ., 1987.-გვ.377; საქართველოს პარლამენტის ეროვნუკუ ბიბლიოთეკის ვებგვერდი: nplg.gov.ge


გააზიარე: