The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჭავჭავაძე

დავით ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 2014  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაიბადა ემიგრანტების ოჯახში. მამის, პავლეს, მხრიდან დავით ჭავჭავაძე პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავალი; დედამისი ნინა კი რუსეთის მეფეთა დინასტიის, რომანოვების წარმომადგენელი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ნიუ-იორკში დასახლდა; მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აშშ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 1945 წელს უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა; 1950 წელს CIA-ის საბჭოთა კავშირის განყოფილების სამსახურში ჩადგა; 1974 წელს გადადგა და მას შემდეგ რამდენიმე ნაშრომი დაწერა ისტორიისა და პოლიტიკის თემაზე, მათ შორის; "დიდი მთავრები", "ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეზე მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები - 1941-1945" და მოგონებები "გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში". კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში, კერძო კომპანიების შეკვეთით დავითი გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის შესახებ და ინგლისურ ენაზე რამდენიმე რუსული ნაწარმოებიც გადათარგმნა. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: nplg.gov.ge


გააზიარე: