Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასონ ჭავჭავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1819 წელს პოდპრაპორშჩიკად შირვანის, შემდეგ პასკევიჩის ქვეითთა პოლკში; 1822 წელს მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობაში ჭარ-ბელაქანში; 1823 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში; მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1826-1828); განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1826 წლის 13 სექტემბერს ელიზავეტპოლთან (ახლანდელი განჯა, აზერბაიჯანი) ბრძოლაში, სადაც ხიშტით დაჭრეს ფეხში. 1828-1829წწ. რუსეთ-ოსმლეთის ომის დროს მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზრუმის და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში, შემდეგ კვლავ მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ; 1849 წელს დაინიშნა პრინც ვიურტემბერგის დრაგუნთა პოლკის მეთაურად; 1853-1856წწ. ყირიმის ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, ბებუთოვის ალექსანდროპოლის რაზმის შემადგენლობაში; თავი ისახელა 1853 წლის 19 ნოემბერს ბაშკადიკლარისა და 1854 წლის 24 ივლისს ქურუქ-დარის ბრძოლებში, სადაც მძიმედ დაიჭრა; 1856 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა. თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1852). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.378; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.202
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |