The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ჭავჭავაძე

ნიკოლოზ ჭავჭავაძე
Other name:დიდი ნიკო
Date of birth:22 October, 1830
Date of death:9 March, 1897  (at 66 years)
Burial location:ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წელს ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. 1850 წელს პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს; 1853-1856წწ. ყირიმის ომში მონაწილეობდა; იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში; 1859 წელს დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, დანიშნეს დარგუს ოლქის მმართველად; 1865 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემგეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად გაამწესეს. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დასაწყისში მოქმედ არმიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და იგი კავკასიის მთიანეთში მიავლინეს. მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით მოახერხა აჯანყების ჩაქრობა; 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; 1892 წელს დანიშნეს გენერალ-ადიუტანტად; 1896 წელს მიანიჭეს კავალერიის გენერლის წოდება. თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.379

Awards and Honors

  • 1891 - ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1887 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1887 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1875 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1871 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1867 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1864 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1863 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

Share: