The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე ჭავჭავაძე

პავლე ჭავჭავაძე
Other name:პოლ ჭავჭავაძე
Date of birth:27 June, 1899
Date of death:12 July, 1971  (at 72 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

პავლე ჭავჭავაძის მამა, ალექსანდრე ჭავჭავაძე, იყო რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი, ხოლო დედა დედოფლის ფრეილინა მარია პავლეს ასული როძიანკო. ალექსანდრე ჭავჭავაძე და მარია როძიანკო 1897 წელს პეტერბურგში დაქორწინდნენ და იქვე შეეძინათ უფროსი ვაჟი პავლე. მის გარდა ჰყავდათ ორი შვილი გიორგი და მარინა. მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ. მოგვიანებით მარია როძიანკო თავად ტრუბეცკოის გაჰყვა ცოლად და შვილებით ინგლისში გადასახლდა. ალექსანდრე კი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

1917 წელს დაამთავრა გიმნაზია. პეტერბურგიდან მამასთან წინანდალში ორჯერ იყო ჩამოსული. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ინგლისში გადასახლდა. დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი; 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე; 1924 წელს  შეეძინათ დავითი; 1926 წელს პავლე ჭავჭავაძე ცოლ-შვილით ინგლისიდან აშშ-ში გადასახლდა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო; მეორე მსოფლიო ომის წლებში მაიორის ჩინით მსახურობდა აშშ-ს არმიაში. წერა მოგვიანებით, 50 წლის ასაკში დაიწყო. პირველი რომანი — "საოჯახო ალბომი" ავრტობიოგრაფიული ხასიათისაა; 1952 წელს გამოქვეყნდა რომანი "მთები ალაჰისა", რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა; 1955 წელს გამოქვეყნდა რომანი "მამა ვიკენტი"; 1966 წელს ოქტომბრის რევოლუციის შესახებ გამოსცა წიგნი "რამეთუ იდგა შავბნელი ღამე". ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერალი. იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი მონაწილე.

წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro/geქუთათელაძე ზურაბ. ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში: 100 რჩეული ბიოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე. – თბ., 2011; ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge


Share: